vanis municipaliteti  
  

 

 

tobaineri
 

 სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ეწერ-ტობანიერი, კუშუბაური, მიქელეფონი). მდებარეობს მდინარე ყუმურის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 80 მეტრი. ვანიდან 8 კილომეტრი.

istoria

XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა წმინდა სამების ეკლესია.

ganZi

1927 წელს სოფელში აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი. (შემორჩენილია 215 ცალი), უმეტესობა ტრაპეზუნტის ასპერებია, რომლებიც მოჭრილია იმპერატორების იოანე I-ის (1235-1238 წწ.), მანუელ I-ის (1238-1263 წწ.), იოანე II-ისა (1280-1297 წწ.) და ალექსი II-ის (1297 წ.) მიერ. განძის 27 მონეტა განეკუთვნება ე.წ. კირმანეულის კატეგორიას, რომლის ემისია დასავლეთ საქართველოში წარმოებდა. განძი ჩაფლული უნდა იყოს XIII-XIV სს. მიჯნაზე.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 584 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 879 408 471
2014 584 282 302

cnobili adamianebi

  • კორნელი კეკელიძე, ფილოლოგი, აკადემიკოსი, სოფელში მოქმედებს მისი სახლ-მუზეუმი
  • კალისტრატე (ცინცაძე), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
  • დონი (დავით ნაცვლიშვილი), მხატვარი-სატირიკოსი
  • შიო ნაფეტვარიძე, ინჟინერი და მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში
  • გერმანე ნაფეტვარიძე, რევოლუციონერი











 

 

foto galerea

რეგიონი იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ვანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°04′27″ ჩ. გ. 42°26′48″ ა. გ.
თემი
ტობაინერი
ადრეული სახელები
დვალიშვილები
ცენტრის სიმაღლე 80 მ
მოსახლეობა 584 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი

 

 

ვანის გერბი ჩოხატაურის დროშა